შენი სუპერ-გმირი!
თუ გინდა კალთა იჯდე და ღელვას არ მისცე თავი, დაგიცვა მკლავით, და მოგცე შარმი, შიში თუ ელავს- მე ვარ მართალი და შევძლებ შველას! შეუძლოდ გახდი მე მოვალ შენად, შესაძლოდ გაგხდი და ჩუმად აგხდი ოცნებით გახლდი- ფიქრებზე ფენად სიზმრებში ვნახლდი ვარ უკვე გენად! შემზარავ წადილს უშორეს გემოს გავსინჯავ ნამდვილს არ გავხარ ადვილს მე შევქმნი ადგილს- გინდა გაჩვენო სისველით განცდილს რა არის ჩერო? მე ვიზამ ხალხში ხმამაღალ ბგერას შენც იზამ ხმაში ჩვენ რო ოთახში გვექნება ვახშმით- უძილო ძგერა! შენ თავს გრძნობ სახლში, მე ვარ ეგ მზერა! მომინდა წერა მე დავწერ შენზე ჩემია ენა, გიჭერს ანტენა რომ დაგასვენა სითბოა ცვენა- გზა არაფერზე ვიცი რომ ტკენა გძულს ყველაფერზე! ვიცი რომ ტეხეს, წარსული ლურჯი! თუ გამოგტეხეს, არ გაგიმეტებ, მე რომ გამტეხეს ხომ გადავურჩი მე ვარ გზა შეხე- დამჯერი, ურჩი! კლდოვანად მოჩანს მწვერვალი, ხოლო ფაქტი როგორც ჩანს, ფენტეზი მორჩა და აღარც დრო რჩა ყველგან ხარ მხოლოდ შეგახებ დილით ყვავილის ბოლოს! რამეს ვერ იტევ, რა კოშმარს ხედავ ჩემში დავიტევ და შემოგიტევ ღრმა დინამიტებს თუ რამე გიწევს გსურს გადმომიწვე- რადგან მე მხედავ! ეჭვები ფართო გინდა გამართო უნდა გამანდო ის რასაც ბედავ მე შენზე ვჭედავ თუ მაინც დარდობ მანდვე ვარ რადგან ეჭვები ვმართო! ყოველგვარ მიზანს ვაშორებ წყენას შევიგრძნობ სცენას ხასიათს რიყავს სადაც წამიყვანს იქ დაგამშვენა და რაც არ გიყვარს არ ჩააშენა! მე გჩუქნი ნამდვილს ფულად არ დავალ ააყვავე თავად, მე ვგავარ მარად კვლავ თანაბარად ამოსულ აპრილს შეგიყვან შიგნით- მოაგნებ ნაპირს…? უცნაურ მანძილს გავადებ ხიდებს უნდობლად განცდილს, ნდობაში დახრილს შენ ხედავ ვარსკვლავს და მიგიზიდეს უნაკლოდ გეტყვი არ ვგავარ წიგნებს! რომ სიუცხოვე არ გადავუშენო! დარწეულ გემთან მთვარეა მტვერთან ხალისი ცრემლთან უნდა ავუშენო კარგია შენთან და ცუდია უშენოდ! იქ სადაც არ წვიმს, თუმცაა სველი შენში არას ცვლის- მე ვერქვი ადგილს მე არსად არ ვქრი, ვჩერდები მთელი არსად არ ჩავქრი ვარ დაუძვრელი! და რადგან ნიღბით ეფარა გზა ხის სუყველა მოსულ სუპერგმირს შენთვის! მე მოვალ შენთან უბრალო სახით მე ყველა გმირზე გმირობას ვერთვი! არ ვიძვრი თუმცა ვმოძრაობ ქარში რაინდი გსურს მოიყვანო შენთან მომიყვანს გული და არა რაში და როცა მოვალ შენ რჩები ჩემთან!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი