დეფექტი


სამყაროსგან დაღლილი ცის ქვეშ ვისვენებ
მე კვლავ მომისმენენ, ქარები ხელებს მისმევენ!
რამდენჯერ მე გავიხსენე,
სახელი მითხარი ხშირად
რომ ჩვენში ენერგო- წვრილად 
ლენტა შევქმნა კავშირად!
ვზივარ სიმარტოვის შვილად
ვუყურებ დილას აჩრდილად
ღამის ფარდიდან, ვაღებ სამარის პირად
ვუშვებ აზრებს ნამდვილად
ზღვების ნაპირად!

მე ვხედავ ბრბოს, თუმცა ვხედავ სწორსაც
მე არ ვქმნი ომს, თუმცა შევქმნი ბომბსაც!
მე არ ვარ წმინდა, ვამჩნევ ცოდვასაც
მე ვიცი სწორი, მაგრამ ვქმნი შეცდომასაც!

მე ემოციას ვაგდებ და საზღვარს ვადგენ 
და ამით ვხვდები სხვისთვის
საფრთხეს წარმოვადგენ
მას მერეა ზამთარი რაც მე დავიბადე!
განგიზოგადებ-
სამარეს ვფლობ, მაგრამ არავის ვაგდებ
მე ვგულისხმობ, იმას რომ არავის ნადებს
ვიშორებ რადგან მე მიღება მაღებს!
ვათამაშებ პოეზიას ბავშვის გასაღებს-
მდუმარე დემონი ჩემში რითმებს ასაღებს
მაგრამ სახეს არ ჩანს
ის სახელს არ ამხელს, 
თუმცა დიდ თვალებს ახელს
ღამე ხელზე დაეღვარა ძილს ხელს არ ახებს
მაჩვენებს ათას ოთახებს- მოსდევთ ხმა ლიანდაგებს
და ჩემში ყოველგვარ ტრიუმფს იგი გონებით აგებს
ცვლის ამგვარ ოპიუმს შემდეგ ხსნის ზეცის თაღებს
თითქოს ყველგან ანათებს ჩემი წლების რეზიუმს
დანანგრევ ძვლებში აგებს ძველ კოლიზეუმს!
მდინარეს პლიუს ჩემში აყვავებს ბაღებს
წვიმა ზღვის ქაფებს თითქოს თოვლი აქ დადებს

მე ვხედავ ბრბოს, თუმცა ვხედავ სწორსაც
მე არ ვქმნი ომს, თუმცა შევქმნი ბომბსაც!
მე არ ვარ წმინდა, ვამჩნევ ცოდვასაც
მე ვიცი სწორი, მაგრამ ვქმნი შეცდომასაც!

მე ვხედავ ბრბოს, თუმცა ვხედავ სწორსაც
მე არ ვქმნი ომს, თუმცა შევქმნი ბომბსაც!

ჩემში შემოსულ ზამთრით ვწერ გლადიატორს
ვუშვებ ავიატორს 
ვინც სევდა მიატოვა- ეს წამი ათოვს!
ქართულად გიწერ დედა - ენა იაკობს!
ქა, ქა ქარი მხდის ქალას კალამი აკეთებს
რასაც აქ ვიტყვი ახლა ეს მე ვერ შემაკეთებს!
მე, მე, მე ვიწყებ პრეფექტის
საუბარს- ვწერ ეფექტს!
მსხვერპლი ძილის იმპერიის
არ ვგავარ მეფეს!
მე ვგავარ აქტს
რადგან ვწერ ამგვარ დეფექტს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი