შენ თქვი


შენ თქვი ამგვარი ღვთაება რად ღირს
რაც აღარ მოაქვს აღარც დინებას!
იმ ყველა ნიავს, იმ ყველა ადგილს
როცა დაკარგავ სრულყოფილებას!

ახლა ქაოსად მოავლენს ქარებს
როცა სარკეში ხედავ ქმნილებას
და აღარც წვიმა კავშირს ამყარებს,
აღარც ბუნება გემორჩილება!

შტრიხიურ ფიქრებს სიხშირის ზღვარზე
მოსდევთ შიშინი ნამდვილ შვილებად-
ცა ჩაგაფიქრებს ღრმა იარაზე
და აღარ გახსოვს გამოცდილება!

იქ სევდა შორით აჭენებს ტალღებს
და თეთრ ქაფებზე მოსდევთ ბრწყინება-
და ახლა მათ ხელს ვერავინ ახლებს
და მაინც სუნთქვა გაიყინება!

მსხვრევაა ზეცის წვრილ-წვრილ მინებად
ეს წვიმა ფიქრებს მიგანიერებს
არ იყო დიდი იქ მოთმინება
იქ იყო დიდი სიცარიელე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი