უცხო


დილაა, 7იც არ არის კიდევ
წვიმს ისე მიწა სველდება ნელა!
ნისლია ირგვლივ და არ ჩანს კიდე
ხმაც კი არ არის გაჩუმდა ყველა, 
მხოლოდ მოისმის ბორბალის ბრუნვა
შეფუთულია მმართველი მისი.
სახეს უფარავს ქუდი და ზრუნვა
მხოლოდ ცხენებზე არს მისი ღირსი!
მარტო ზის, ჩუმად მიყვება ბილიკს
უცხოა მისგან აურა ხსნილი
მოერიდება სხვა მასთან კილიკს!
არ უჩანს მმართველს არცერთი ნაქვთი…

სოფელი

ერთი გზა გადის მხოლოდ და ირგვლივ 
სახლებს დაედოთ მინდორზე ბინა
ველები გვირილთ იდგამენ გვირგვინს
ხალხიც ამ წვიმამ ვერ შეაშინა.
ამუშავებენ მიწას დიდ მთებში
ბუხართა კვამლი ნისლს აძლევს ძალას
თითქოს სოფელი იშლება ფრთებში
და აქ ცხოვრება არაფერს მალავს!
და შორიდანვე შენიშნეს ცხენი
გახედეს გზას და ვერ ცნობენ რა ჟამს
იფიქრეს ალბათ ვინმეა ჩვენი
ან გზა აებნა ქალაქის ვაჭარს!
უახლოვდება სოფელს ურემი
და არაფერი არა აქვს საგზლად
სოფლისთვის სახე არს შეუმჩნევი
ვერ ცნობენ მხედარს- ჩანს ამიგასა!
ჩახრილი თავით, მოხრილი ზურგში
და სადავეებს ჭერილი ხელი-
ირხევა ტანი ურემის რითმში
თავსაც არ ასწევს, ჩანს ფეხშიშველი!
გაშეშდა ხალხი ვერ დაძრეს ვერც ხმა
გაცდა ურემი სახნავს და სახლებს
უცხოს ჯიბიდან ინათა ვერცხლმა-
იფიქრეს: ფული? ხმალს ვინ გაამხელს!
ამ დროს წინ გზაზე გავარდა ბავშვი
და გაყვა წამსვე მას დედის ჩრდილი-
და შესდგა ცხენი წვიმიან ქარში
და გადმოვარდა უცხო დაჭრილი!

გაცნობა

მივარდა ხალხი ჰაერი შეკრეს-
ვინაა? რა აქვს? დაარტყა თავი?
გაიწით ხალხნო- თქვა უხუცესმა-
და მომაკვდავთან შეუშვით ქარი!
გაიშალნენ და მივიდა ქალი-
“მე აქვე ვცხოვრობ ჩემთან შევიდეთ,
აქ ნუ დავტოვებთ, ნუ მოერიდეთ
იქნებ როგორი სდევს ქარიშხალი”
წამოაწვინეს უცხო პირაღმა
და გადააძვრეს ქუდი თავიდან!
“წყალზე გაიქცეს ვინმე გადაღმა
უდაბნო მოჩანს მისი ბაგიდან!”
გახადეს უმალ სამოსი სველი,
თითქოს უამრავ წლებით იარა!
და მოჩანს ხმალზე ჩაჭდილი ხელი
სხეულზე ღრმა და ყველგან იარა!
დატოვეს უცხო, ქალთან და უთხრეს
როცა თვალები მისი გაახელს
სთქვას ვინაობა თუკი გაამხელს, 
თუ არ და სოფლად ვერ ვტოვებთ უთქმელს!
დახურეს კარი! ჩამოჯდა ქალი
უყურებს ჭაბუკს თან სახეს მანჭავს-
ხშირი წარბები, წვერი, ფერმკრთალი,
“ვინაა ნეტა არა გავს ვაჭარს”
ჩამოდგა ღამე, ქალია მარტო
აანთო ცეცხლი, ნაჭრებს ასველებს
რომ გადაუსვას იარებს ფართოს
ზრუნავს დაჭრილზე თავს არ ასვენებს!

დილა

გახელა თვალის! უცხოა ჭერი!
ტკივილი მეტი, სუნი საჭმელის!
როდიდან ძინავს? საიდან მოდის?
ამდენი ფიქრი როგორ შემოდის?
ეიფორია მატულობს მასში
ვეღარც მოძრაობს ძალას ვერ იძენს
და ხმა გაიგო “ოჰ, გაიღვიძე?
ნუ გეშინია ჩემთან ხარ სახლში!
წამოიწიე შეჭამე რამე
ძალა არა გაქვს საერთოდ ,ვგონებ,
კვნესოდი ძლიერ შენ მთელი ღამე,
მიკვირს რომ კიდევ შემოგრჩა ღონე!”
წამოიწია ძალიან ნელა
და გამოართვა საჭმლის ფიალა
მიაპყრო უცხომ უთქმელი მზერა,
შემდეგ ოთახზე დაატრიალა!
შეჭამა მშვიდად წამოწვა ისევ
ქალმა ბუხრის ცეცხლს აყარა ქვიშა
ხმალი მომაკვდავს დაუდო მყისვე
უცხომ შეხედა და გაითიშა!

მეორე დილა

იღვიძებს ქალი, არ დახვდა უცხო
პურიც არ ჭამა რომ გამოუცხო!
და ასე ჩუმად გაოგნდა ქალი
მხოლოდ იპოვა მან ვერცხლის ხმალი

ადგა და ნელა გააღო კარი
ტალახზე მოჩანს ბორბალის კვალი!
სოფელი ჩვეულს მიყვება ქაოსს,
მხოლოდ ამ ქალში ფიქრი გავს ჭაობს-

“ტალახზე მოჩანს ხაზი ბორბალის
მოგონებებში შევამჩნევ მე ობს
მიყუდებული კარზეა ხმალი
ვინ იყო იგი? ნუთუ არსებობს?”

და ისევ ირგვლივ გაჩუმდა ყველა,
წვიმს ისე მიწას ასველებს ნელა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი