ახალი ზღვარი
რა არის ფიქრი, გრძნობა, ან ხედვა? ან რომელი ერთი ახლა აქ ხდება? რა არის წასვლა, მოსვლა, ან შვება ან რომელი ერთი აქ გადარჩება? ვინ არის ჩემში ვინც ამბობს რჩება? ვინ არის ის ვინც იძახის წყება? რომელს სურს ჩემში რომ ჰქონდეს საქმე ანაც რომელი გადარბის სადმე? სად არის გზა ის ვიწრო თუ ფართო კვლავ იწვის ბზა და სურს დამემართოს! შფოთვები, აზრი, დინება, წოლა მორევი ლურჯი და გადაყოლა ცებია ჩემში ხან და ხან ვატყობ ხან მუქი, ღია, მკვეთრი თუ სანდო რომელში ვხვდები სად მიდის წნევა კარებებს ვხედავ- რომელში შევალ? ჯარია რიგის- ქმედებას მამცნობს და დროა რომ ვთქვა- თავი გავაცნო! მაგრამ ვის? რომელს? რას ან და საით? ვიღვიძებ ისევ ბოლით და ჩაით! ვსუნთქავ და ხდება რაღაცა ჩემში თუმცაა რა ხდება არ ვიცი გენში! კლდეების მაღლა და ზღვების ქვემოთ ცოტაა დაღლა, მძაფრია გემო! ვუყურებ არას, და მაინც ვხედავ შორს წასვლას გვანან- ვარსკვლავებს ვბედავ! იწყება ნუთუ ახალი ზღვარი, თუ ისევ შემხვდა ნაცნობი ქარი?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი