მსოფლიური ქარი.
და სივრცე იქით, და სივრცე აქეთ. ასე პოეტის დნება თვალები. რომ არავისი დაიწვას ბაგე. რომ არავისი გახმეს მკლავები. და მოგონებას, უცხო გენებით დგას ჰეფესტოსი, ჭედავს თოვლია. და ლაჟვარდებით, ზევსის ცხენებით გადაიქროლებს მელანქოლია. თუმცა სიზმარით მოდის თენება, ვით ოცნებების ლურჯი ანთებით. და სასტიკია მათი ჭენება- უცხო, შეშლილი ხასიათებით. მაგრამ პოეტის გზებიც ესაა- შესვას მსოფლიოს წყევლა პეშვებით. და ახლა შორით მდუმარე ცაა, მე კი ქაოსში ნელა ვეშვები. ამ მონოტონურ უსაძლოებას როდის აიხსნის მოდგმა უცვლელი. ცაზე ოცნების მოჩანს ბროლება. და ცვლილებაა გარდაუცვლელი! ანგელოზს ფრთები ეპოტინება. დემონს ამგვარად ცეცხლი და ქვები. მე ლურჯი ზეცა მეგვირგვინება და დედამიწას წყევლით დავყვები. ახლა ჩემში მერამდენე მსოფლიური ქარია?! და რა ადგილს არ შეერთო?! სად არ დაეხეტება?! ახლა ჩემში გამჭვირვალე სწორედ ის სიზმარია, სადაც ასე უკვდავების მქონდა სულისკვეთება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი