გვირილა
მე არაფერი მემეტება ვარდებზე უფრო და აღარავინ შემიყვარდა, როგორც გვირილა. მსურს სიგარეტის ლურჯი ბოლით, რომ დავეუფლო წვიმას და შოპენს მეგატირილად! და შემოიჭრას უსაზღვრობით ფერი კოსმოსი. შორს მიეძალოს ხმა ოცნების ნაცრისფერ კიდეს. მე არაფერი მემეტება, ვით კვიპაროსი და აღარავინ მომაგონებს რიგ ევკალიპტებს! მე უშენობის დროს და სივრცეს ვერა ვერ ვყვები. მან მარად-ქარში გაელვებით გაიიპრილა. მე არაფერი შემაწუხებს, როგორც ვერხვები და აღარავინ შემიყვარდა, როგორც გვირილა! ჩემს გულს არ ძინავს, რომ დცლილი სული დაღალოს. და მაგიურად იქმნებიან თვალში ფერები. მე არაფერი ამაღელვებს, როგორც საღამოს იმ გაზაფხულის პირველ ნიშნის პიონერები! (იები) და ვხედავ აფრა ყვავილების არის მძინარი, რომ უშორესად აგიზგიზდნენ იის ლამპრები. მე არაფერი მენატრება, როგორც სიზმარი, თუმცა არავის სიზმარივით მოვენატრები!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი