თუ პოეტი ხარ


თუ პოეტი ხარ გძულს არტემიდე.
თუ ოლიმპოდან დაეშვი თხრილში.
თუ პოეტი ხარ ზეცა დახვრიტე
თუ ის არც ერთხელ გინახავს ძირში!

თუ პოეტი ხარ ვერაფერს ბედავ,
თუ პოეტი ხარ თმები გრიყავენ!
არ ხარ პოეტი თუ ლანდებს ხედავ,
თუკი ლანდები არ წაგიყვანენ!

არ ხარ პოეტი თუ ხედავ ქალებს,
თუ არ დაღალე ერთის ტუჩ-თმები!
და შორით წასულ, შენ, უკვე ქარებს,
თუ მისი ბაგით არ დაბრუნდები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი