სიზმრად უფსკრული.


მახსოვს მწუხარეს სიხარული მომინდა ურჩი.
მეტი არ მსურდა სიხარული მინდოდა მართლა.
და მე რამდენი სიხარულიც მივიღე გუშინ,
სწორედ იმდენმა მწუხარებამ დღეს მიპყრო, მმართა.

მიტომ წავედი მე სახლიდან გავიქცე მინდა.
მომსდევს აჩრდილთა უსახეო მოძრავი დასი.
გზაზე დაყრილი ვპოვე ფრთები, თუმც გამიფრინდა-
ახლა ფეხებით უნდა განვვლო მილი ათასი!

მივრბივარ საით ბილიკების ვიხილე ჯარი.
გავუდექ ერთერთს და ბილიკი მანიშნებს ფსლუკუნს.
ბევრი ვირბინე ჩიხში ვპოვე ჩემივე თავი-
და ნიაღვარმა გადამაგდო უძირო უფსკრულს.

თუმცა უფსკრული სად გინახავთ არ ქონდეს ძირი?
ანდა ზესკრული სად გინახავთ არ ქონდეს ჭერი?
კედლებს ვეფშვნები და ქვემოთ ვქრი, როგორც ქვითკირი-
ბევრი ჭრილობა დამიგროვდა, ხომ დავეცემი?

ნუთუ ჯოჯოხეთს დავექანე არ ვიცი და ჯერ,
თუ ეს უბრალო ხრამი არის ჯუნგლებთა შუა?
ნუთუ მე უნდა ავასრულო ახალი დანტე,
თუ ვარ უფრო ღრმა, გოეთესა და დანტეს შუა!?

ვქრი და ამდენი ქროლებისაგან გაცივდა ნერწყვი.
რად მეჯახება ყოველივე?- დაიფშვნა ძვალი.
უსასრულობის უმორეო ოცნებებს ვერწყმი
და დარჩენილი რეალობის მიჭვრიტავს თვალი!

როგორც ყოველთვის მომეწონა ყვითელი ზედა.
როგორც არასდროს მე ვიხილე სიზმრად უფსკრული.
როგორც არასდროს მიმატოვა თვალების ხედვამ.
როგორც ყოველთვის დამიბრუნდა მწუხარე გული!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი