დაო დე დედაო


დაო დე დედაო, შეუნდე ყოველქმნილს.
მე ვერა გხედაო, შენ ჩემში შთამექმნი.
უბრალო მარცვლიდან იღვრება ულევი-
ზღვები და ზეცები, მუდმივი ქაოსი.
მე ყოვლთა მბადეში ვცან სიყვარულევი,
ნეტარი შენისა სულმშვიდი პაოსი!
მშობელო ყოველთა: ღმრთისა თუ მშობელთა-
იწყნარე სიტყვანი ჩემი გაუზრდელი:
დათრგუნვილი ვარ მე სიყვარულით, სევდით და ღიმილით.
არა რას ვფლობ და არ ვიცი სად მივალ,
თუმცა კი წასვლის მაწუხებს წყურვილი.
ო, ასე მარტო ტაძარიც ცეცხლშია
გზაა კი ხმელი და ქვიშა, ოკეანე.
ამდენი მოთმენით ეს გული ხელშია-
ბოლოჯერ იფეთქებს და ასე მთრთოვანე-
მე რა ვქნა? ვერ მიყვარს ყოველი, ვით ისი!
მხოლოდ ერთს ძალუძს შემიხსნას სიცოცხლე.
მე ვწერ და ღვთაების არა მაქვს კრიზისი
და მაინც თუ მოვკვდი ის მუდამ იცოცხლებს!
-დაგიგდე. უგულოდ რა მიჭირს არ ვიცი.
პალმები ჩურჩულით მახსენებს- "იარე.
ბილიკი ხანმოკლე არის უნაბიჯო
და გზა თუ დამთავრდა ჩვენ გადაგვიარე!"
ვივლი მე ჯერ რადგან ფეხები მმორჩილობს
და თუ კი ფეხების შეწყდება გაშობა,
სამშვინვით მოვძებნი იმ საშო-აკლდამას,
საიდანც იღვრება ყოველთა საშობა!

დაკიდულ ხავსებში მივლიან მტრედები
და ასე ჩანჩქერი შხრიალებს: "გადმოხტი".
და წყალზე აკვნებში ნაყოფნი ცურავენ-
ო, სულო მარადო, ახლა გთხოვ, ამომხდი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი