მინდა იწვიმოს! სადღაც წვიმაა


მინდა იწვიმოს! სადღაც წვიმაა.
მიახლოვდება ვიღაც, ვინაა?
და გაფრინდება ნდომა, სურვილი,
როგორც წყურვილი, პირველ გაფრენის.
როგორც უძირო ჩანდნენ რკალები და შემზარავი შენი თვალები.
და შემაშინებს, როგორც ბავშვობის თავგამეტებით
იდგნენ ოცნების სილუეტები.
და მკლავენ! მკლავენ! შენი მკლავები.
იბადებიან და მერე წავლენ. 
მე ახლა ძლიერ სიყვარულს ვავლენ
ვისკენ? ვისმიმართ? ვის ვედავები?!
ანდა ვის ესმის? ვინ გაიჩემებს?
ვის ესმის ჩემი, როგორც მე ახლა!!!
ყველა დაღლილი რად განეახლა
და მე კვლავ დაღლას რატომ ვიჩემებ?!
თუმცა გზაა და ასეთი დავრჩი!
დავრჩი და სვლა კი უმანკო ცაა.
შენ ჩემში ვერა, მე შენში ჩავრჩი!
არ გვედავება უბრალოდ გზაა.

სად შეაქანებს მთვარეს კოსმოსი?

რომელ მზეები ელავენ ხუნდის,
სადაც სხვა გულის არის ანთება.
მე შენს წლებს ვძარცვავ-დაღუპვას უდრის!
სინათლე მუდამ სიბნელეში დაიბადება!
წვდომაა, წვდომა მინდა ვიყვირო,
თუმც საიდუმლო არის დუმილი!

წითელი, ყვითელი, შავი.
ლურჯ-წითელი, ლურჯ-ყვითელი, ლურჯ-შავი.
მინდოდა შრამი! ჩემი სხეულის მჩხვლეტდამფუშავი.
აღმოჩნდა ძგერა, 
და გული ახლა მიცემს ვით ბგერა-
ამორთმეული შთაგონებიდან. 
იკურთხოს მიწა, მეტანიისა.
როგორც უკვდავი ჩემი აღთქმის
პოეტური იმპერიისა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი