წვიმის წვეთის წერილი გვირილას


წერილს აგზავნის ნაღვლიანი წვეთი წვიმისა.
უძღვნის გვირილას, პირველად რომ ვისაც დაეცა.

"ო, მძულს ზაფხული მოწკრიალე ცათა ფილისა
და მიყვარს მარტი და ყვითელი აფრა რაც გეცვა.
აქ ღრუბლებმა სამი კვირით გეზი ასხვისეს
და ალბათ ლონდონს დავეშვები- საათს, საბურავს.
ჩემი სურვილი ცის ბამბებმა იუკადრისეს
და მე სიბრაზით ახლა თეთრი ქოლგა მახურავს.
პირველად ვიგრძენ რომ სველი ვარ და ვავსებ წრეებს
იმ გალაქტიკის, საც პირველად დავეღვენთე მაგ შენს გირლიანს.
თუ უშენება დამეწევა მივმართავ მზეებს...
მე უშენობით ეს სისველე არ შემიძლია!
ასე მზეების უსასრულო ორგიის ორთქლში
შიგ გავიქროლებ ავირეკლავ მზეების კრებას.
და მოცეკვავე ალმურივით ვიზრდები ბოლში
და ვუერთდები დადუმებულ ღრუბელთა წყებას.
ო, ახლა უფრო ვიტანჯები აღარ ვარ სველი
და მე ვერასდროს ვეღარ ვიგრძნობ შენს ნაზ შეხებას,
მაგრამ ცრემლებით გავიბერე თეთრი მუცელი
და ზღვის წვეთების ჯარი მომაქვს რაც არ გეხება.
მაგრამ მე მაინც ვერ შევიგრძნობ მაგ შენს შეხებას.
რადგან ჩემიდან რაც იღვრება მსგავსი ვიყავი.
და ახლა ეჭვი-რომ სხვა მიწვდეს ამ შეყვარებას
მე სითეთრიდან შევინაცვლე და გავხდი შავი.
თუმცა აღარ მსურს მე საერთოდ ღრუბლად დარჩენა.
მინდა ცა ვიყო და მთლიანად შენთვის წვიმოდეს.
სადაც ამინდებს მაგიურად იჭერს მარჯვენა,
რომ სისტემაში აღარასდროს აღარ ციოდეს.
რა ვქნა? ღრუბელმა რა ვიღონო სად წავიშალო?
ო, გულით ახლა უფრო შორით გადავილევი.
მე ავფრინდები სიცივისგან რომ დავიშალო
და ნისლეულით ლურჯ ზეცაში გადავირევი.
ო, რა კარგია გათენება როცა ზეცა ხარ.
ყველაფერს ხედავ და თითეულ ელვას შეიგრძნობ.
და შენ ერთი და ის ერთობა მთელი ფერთა ხარ
და შეხებასაც უფრო მაღლა ძლიერ შეიგრძნობ.
თუმცა შეხება ნეტარების იყო სხვა წამი.
მსურდა შეხება. სულელი ვარ ცა რად მინდოდა.
მე სიყვარულის სიბრმავისგან ვარ უსასრულო.
უფრო მარტოსულს ღრუბელიც კი არ დამტიროდა.
თუმცა არ შევწყვეტ შეყვარებას შენსას ძვირფასო.
თუ არ შეგეხე, აღარასდროს არ გავჩერდები.
მსურს სიყვარულით მე სამყაროს რომ დავუმიზნო
და მთელი ყოფის ცნობიერით ვიგრძნო ფერდები!
აღარ მსურს ცობა და სად წავა ჩემი განწყობა.
კვლავ რა ვიღონო და რამდენჯერ ვიღონო ნეტა?
ჩემმა არსებამ რომ სამყარო გაიფართოვოს,
უნდა დატოვოს სადაც ცხოვრობს იგი პლანეტა!
ახლა ზეცა ვარ, და ცა მოვწყდე? ეს კი რას ნიშნავს?-
ჩემს სიყვარულს ანთებული ზეცა მოვპარო.
ცას მივატოვებ! და გავხდები არარაობა,
სადაც იქნება: ზეცის ლანდი, მე, და სამყარო!
მსურს მიგატოვოთ უსასრულო ლურჯო კიდენო.
და ასე არა შევერიო ქვეყნის დართებებს.
მსურს უსასრულო სამყაროში ყველგან ვიდენო,
სადაც არასდროს შეუწყდებათ შუქი ანთებებს.
და გტოვებ თავო სიყვარულით გამდნარი წვეთი.
ვდგევარ სამყარო და რომელიც იხრება შენკენ
ყველა ყვავილში, გვირილაში მსურს დავამყარო-
შენ, მარტოსული გვირილა. და ხარ ერთადერთი!"

ო, სიყვარული ხსნა ყოფილა ყველა ატომის!
ო, სიყვარული ხსნა ყოფილა მთელი არსების!
ის გასაღაბი ქალბატონის ანდა ბატონის.
ადამიანის ჭეშმარიტი, სხვა, დაფასების!

"და ერთადერთო ვარ სამყარო მიწვევს მარადი.
შენკენ მოვრინავ სუყველაფრით ნეტარიული.
მთელი არსის დასაწყისით და დასასრულით,
რომ ეგ შეხებაც მსდევდეს მუდამ მარადიული.
ახლა მარადობს ჩემი არსი, თუმც ვერ გეხები.
ახლა წარსულით მახსოვს შენი ფესვთა ფეხებიც!
და ახლა სული უფრო ძლიერს და ღრმას იფშვნიდეს.
მე მარადიულ სამყაროში ვიპოვე წვეთი.
ახლა ყოველი ქაოსისგან მოდის სიმშვიდე.
ვდგავარ სამყარო, მარადი და მე მხოლოდ ღმერთი!
ნუ გეშინია ჩემთან მოხვალ მაინც ძვირფასო!
გზები სხვდასხვა, თუმც ადგილი ჩვენ გველის ერთი.

რისთვის ვიწვალე ახლა ისევ ღამემ მოდილა.
გარეთ ვეძებდი, ყველაფერი ჩემში ყოფილა!"

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი