მივატოვებ ყველა წამს...


მივატოვებ ყველა წამს, როგორც მღვრიე სილუეტს,
რომ მომყვება ჩრდილების სადღაც გაუკვდავება.
ნისლში რბიან დღეები სწრაფი პირამიდების.
ო, სხვაგვარ იდეებით სული ვეღარ დამება.

რა ვქნა? ქარი მეყრება და მკვდარი აპრილები,
თუმც მსოფლიოს ხავერდებს აწევთ ახლა ზმანება.
გათენებით მოქრიან სხივნი ფრთებწაჭრილები.
სუნთქვა ის უსახელო სულში დამენანება.

გადაიცლის ჰაერი მეათასე ბარიერს
და შენ ჩემო ძვირფასო, ალბათ გაგახსენდები.
ვიგრძენ, ვიგრძენ მშვენება გამობმული ალიერს.
კრთის ათასი კანდელი, არსად არ დავბერდები.

მივექანე ქარებით მარადიულ ატლასებს.
მივატოვე ქარი და პრერიული საათი.
შენი ხმა სიყვარულო, აღარ ამაბაასებს.
მე ზეცაზე ვანთივარ უსინათლო სანათი.

სხვას ვეძებ და სხვა მინდა. მეც სულ სხვა აპოლონი.
მოვრჩი ღრმა დასაწყისთა მოლურჯო გაიებას.
ყველაფერი დავტოვე. მახსოვს ყველა ბოლონი
ახდენდნენ დაღამებით ჩემზე შურისძიებას.

მახსოვს იყო გრაგილი, ჩანჩქერების კოსმიკა.
და კოსმიურ ტროპიკში მიცურავდნენ გემები.
ო, ამგვარ ბედისწერით ყველაფერი მომცილდა.
მიმატოვა სიზმარმა. ახლა დამედევნები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი