მძულს
მძულს ყოველივე რაც იდუმალ გულში მარხვია მას რასაც გრძნობენ და სიტყვებით ვერ იძახიან. მძულხარ ლამაზო, მძულს მშვენება, მძულს სიმახინჯე. მძულხართ ღმერთამდე და მე გულსაც გადავაბიჯე. ო, მეზიზღებით ვინც ჩუმად ხართ, თუმცა გეტკინათ. ვინც იმ ტიტანის შემოტევას ვერ შეერკინა! მძულს ის ცრემლები, როს უხილავ ბნელში იღვრება. მძულს სიმარტოვე, მძულს ჯართა რიგი და დაფიქრება! მძულს სიყვარული, მძულს რომ ახლოა, მძულს რომ გშორდები. მძულხარ უკვდავმე და უშენობით მძულს რომ მოვკვდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი