Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_gete3la2bcha12o7gg2hmea27q, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
მე მისი სუნთქვა... - _Ni_Ka | პოეზია

მე მისი სუნთქვა...


მე მისი სუნთქვა მიბერავს ნელი
და მისი თმების საუკუნენი
დაშვებულია ტირიფის დახრით.
მხრები- ქანების, მარჯნების სახვით
ოკეანეებს ეზრდებათ წყნარი...
მისი თვალები სხივთა უნარი.
ავრცობს, ანათებს ეკვატოიდებს
წყლებზე დაცვენილ მდებარ ორხიდებს.
ხიდი ლავიწთა შორის ქუსლების
სხვადასხვა მხარის პოლიუსების
მერიდიანი და შევინახე
რაც შემხვდა ბევრჯერ და ვეღარ ვნახე.
მისი პროფილი სულს ეზეცება
და ანგელოზსაც დაეკეცება
ფრთები და ქართა შრიალი თუ ჩქეფს
შემოდგომაზე გააცლის ბუჩქებს
ფოთლებს და ნანახ შორეულ შუქ-ჩრდილს.
კრავს გაწვიმება აჩრდილის ჩურჩულს.
მახსოვს შეხვედრა და შეტაკება
იდგა ცოცხალი და ქანდაკება.
მახსოვს მე ისი და she was real!
გავდა სიჩუმე გარდაცვლილ ღრიალს.
და ჩამეხუტე. ეს იყო ბლიცი.
ოჰ, ისე მახსოვს და ისე ვიცი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი