ანდახან სულით მოეშვა უნდა
ხანდახან სულით მოეშვა უნდა. მოგწყურდა თითქოს რაც არის ახლა. არ გაყვე წარსულს ვინც არ დაბრუნდა და ვინაც ცდუნდა-მომავლის დაღლა. დადუმდე უნდა, გაუშვა სული. და გული შენი, როგორც თვისება- ვით თეთრი გუნდა საზღვრებს დასული. საზღვრებით სული ვერ აღივსება. ხანდახან უნდა გაუშვა ყველა: ვინც მიგატოვა, ვინც არ დაგტოვა. ხანდახან ყველას ეძლევა შველა, ხანდახან ყველა ისე მარტოა... ხან აფრა ქარშიც უნდა დაუშვა. გაუშვა ყველა, ყველა დათოვო. მაგრამ არცერთს ხელი არ გაუშვა, არ მიატოვო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი