მომკალით
მომკალით. მომკალით. მომკალით. მომკალით. ვერ ვუძლებ. მე თორემ შევშთანთქე ყოველი. არავინ უნახავს ჩემს თვალებს ცოცხალი. და აღარც არავინ ჩემს ხელებს მოელის! და ზღვაა სადგური, ჩერდება უდაბნო. სიწმინდე ოცნებას ყვება, ეფერება. მომწყინდა სულ ღამე და ზეცა უსაბნო, მომწყინდა ყოველღამ მის სახლთან ჭენება. რთულია გაგება, ჩემი ხმა არ გესმით. სამყარო ზეიმობს ამოსულ კვირტებად. თქვენ უცხოდ მიყურებთ და უცხო ხმას მესვრით. მე ამას ვუყურებ და გული მილპება! მე ვცდები მემგონი, დანგრეულს რომ ვხედავ, რაც ენდო სიცივეს მიწა და სამყარო. მე ჩემს მცდარ შეგრძნებებს, შენს პეშვში მოვხვეტავ და ჩემო ძვირფასო, შენ გთხოვ გადაყარო! და რელსებს სიჩქარით გაცვივდა ქარ-ელვა. მე წავალ და ჩემს ფრთებს გიტოვებთ საფრენად. უფრთებოდ, რომ ვერ ვძლო სამყაროს დალევა, ნუ წუხართ, ძალა მაქვს ცის გადასარბენად! ნისლეულს ზეცეთი და ზეცას მარადი. უსასრულს სასრული ელევა არასდროს. ძვირფასო მივდივარ და ჩემთვის გამაგრდი. იმ თავისუფლებით რაც სივრცეს არ ახსოვს! არ მინდა შეგრძნებას ავყვე და აქ მოვკვდე. მე მინდა, პირიქით ის ამყვეს ძალებით. მე არ მაქვს სიკვდილი და არც ხელს გამოვდებ, მივდივარ გარდაქმნით და გარდაცვალებით. ძვირფასო, შენ გამო რაღაც სხვას ვეძღვნები. მადლობა ამისთვის. აქ აღარ ღამდება. და ახლა გლოვის თუ ხარების ეჟვნები წუიან და მოსჩანს შორით დაბადება! ო, მტკივა სხეული, გაჩენა იმორცხვებს. ხმაა დაძახების ფერშექმნილ შინდილის. და რაა ტკივილი, თუ არა სიცოცხლე. და რაა ძახილი, თუ არა სიკვდილი! და ახლა თვალები სცდება დაბადებას. ო, თვალი ერთია რაც გყვება შიგნიდან. და უკან ფარდები სიბრაზით ვარდება, რომ ამ დროს მშვენება ლამაზად მიცდიდა! მივდივარ. შენზე სწუხს ჩემი ენტროპია. და სივრცე გაწყდება დროების გორგალით. მუდარას გიტოვებთ და შენ და მსოფლიოს: მომკალით. მომკალით. მომკალით. მომკალით!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი