ო, ისევ ღამე


ო, ისევ ღამე. ლოგინია ფიქრების მარში. 
ცვივა და ცვივა თვალებს კადრი, არა სიზმარი.
რომ მახსოვს ბნელ და მიტევებულ, მდუმარე სახლში
შენ რამდენჯერმე შემომისწარი.

შემდეგ დაიწყო გათენება და გულის ცემა
და ამ შეგრძნებას სულ პირველად ვერ ვიკავებდი.
ვერ ვიკავებდი, არ ვიცოდი დაბლა დაცემა!
რას ვიფიქრებდი შენ თუ ასე შეგიყვარებდი.

და რას იფიქრებ, რომ მიყვარხარ ასე ძლიერად.
და ღამეულ ლანდს თან დაყვება ჭექა-ქუხილი.
რომ უშენობით თავზე მადგას ამჟამიერად
ცა-სიმარტოვე. ქარი-წუხილი!

ახლა მარტო ვარ. რა არ მაწუხებს. რა არ მერევა.
და რა ქარი არ შემეფეთა და რა სიცივე.
და უდაბნიურ სისილეში ვერ შეერევა
სურვილი ნახვის შენ დაღლილმა, რომ დაიძინე!

არ იცი, არა! მე ვერ ვბედავ და სხვა არ გეტყვის...
შენ ისევ ისე გადაღლილი, ხედავ ლამპიონს.
და იმავ შუქის სურვილია ქარბუქულ სეტყვის
მიგდებულ ტაძარს დაეტაკოს, რომ დაარბიოს!

იქნება ჭრელი გათენება და ჭრა სიზმრების.
შეახვევს ღამის საიდუმლოს თეთრი მატება.
და აღარც მოგონებას დაიტოვებს, თავი, გვიმრების.
და ისევ უძრავ შენს სილუეტს გადააკვდება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი