სიბნელე ოთახში და ისევ ზუზუნი
სიბნელე ოთახში და ისევ ზუზუნი. და რაღაც ჰაერი მეხება ნესტოებს. ეს იყო შენი თმა, სუნამო თუ სუნი, არ ვიცი თუმცაღა ჩემს ოთახს ვერ ტოვებს! ო, რამდენ დღეებმა შეიგრძნეს სიკვდილი, მას შემდეგ, მას შემდეგ ღამეა. ოდესმე... ჩემს გონში მარადით ხარ ცოცხალ მისჯილი და პოეტს, ამ ღამით სიცოცხლე მომესმა. და ახლა მწყურია შეგრძნება ყოველის. ო, ახლა სიცოცხლე ისე, ვით არც ერთხელ. რომ სვეტად ვარდნილი მშვენიერ ცხოველის უმანკო პროფილით შიგ მკერდში დამემხე! და ახლა სიზმარი მაწუხებს. სადამდე...? ან რაა სიზმარი თუ არა ჩვენება! მე ზღვების ქაფიდან იმ ციურ ქაფამდე მომელის ლოდინი და გადაშენება! შემემთხვი სხვაგვარად და გზა გამიბადრე, რომ თავად სიცოცხლე მეხვევა. იგი ვარ! რომ ეს სიყვარული დაიწყო სულ ადრე. მე გული მატკინეს და ახლა მივდივარ! და გინდ მოგონება ჰაერს შეაყარო, შენ გინდა სიკვდილი. წარსული ჩარჩება... თუმცაღა სიცოცხლეს არ ელის სამყარო და თავად სიცოცხლე ქვეყნად არ დარჩება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი