სანამდე ზეცა მორევად იქმნის
სანამდე ზეცა მორევად იქმნის, ჩემს ჩვეულ ღამეს და მოგონებას ვარ პერსონაჟი, რომელი წიგნის და ვარ მდუმარე, როგორც დროება. სადღაც წუხილი გაშლის ოცნებას. მიხმობს, მეძახის. ნისლების ცვლაა. ღელავს მშვენება და საოცრება. რა მშვიდი ზღვაა. რა მშვიდი ზღვაა. დალევს მხარეებს უცხო წვიმები და გავს ცხოვრება, რაღაც ქმნილებას. მზის ელვარებით დახრილ ქიმების ქრიან ვარდები და გვირილები. დგას შეფერილი ირჯად, საღამო. ზღვის და ზეცეთის სხვაგვარ სიები. იწურებიან. გადარჩენისთვის ქრიან იები-პირანიები! რადგან სინათლეს წუხილი მოსდევს და წუხილს, მერე სდევს აფეთქება. მე შევეხები ღამეულ მონსტერს და ანგელოზი მე შემეხება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი