ჩიზო
ზეცა სანთლად იყო მბჟუტი, როგორც უცხო და ჯიუტი. როს იები ქარში, მტვერში მიდიოდნენ სილურჯეში. დადგა ღამე, ოთახს ანთებს, ჩიზო წარსულს ასამართლებს. "ო, ამაგვარად რატომ? რისთვის? არ მეშვება ღამე მთელი, რომ ქარია სიჩუმისთვის ახლა უფრო სამეტყველი. მეც ამ ქარის უსმენ რბოლას, ყვება ველებს, ყვება ბრძოლას, ყვება: სადღაც ხრამში მარხილს ვერ ეძებენ გადავარდნილს. ყვება ქალზე, ყვება კაცზე, ვინც მარტოა. ყვება მათზე ვინც დგას დროში, ვინც ბევრია, ვინც ამ ბრბოში შეერია. ყვება სივრცეს, ყვება ცაზე. ყვება ქარზე. თავის თავზე. და მეც ვუსმენ, მხოლოდ ვოხრავ. უცბად, მესმის: "შენ როგორ ხარ?" მე გავოგნდი სულ პირველად, თითქოს სიტყვამ იფრინველა და მოფრინდა სარკმლით წამით ჩამომიჯდა თავის სკამით. თითქოს ამბავს ელოდება, ჩემგან ბაგით გახსნილ ასოთ. განა ბევრჯერ მეორდება, შენ და ქარმა იბაასოთ? მეც დავიწყე: მე კარგად ვარ! მე კარგად ვარ, ოღონდ მართლა! მძინავს ჩვეულ, მიჭირს არა. არსად წუხილს არ ვიპარავ. არც წუხილი მპარავს დღეებს, იმ ოცნებებს, იმ იდეებს, სადაც არის გულის მტევი სიხარულის დაულევი. დღეებს ვხარჯავ, ღამეს ვგუებ. კიდევ მესმა: "ნუ მატყუებ! სიცრუით ნუ ამაფუე. ერთადერთი, რაც თქვი მართლა, არს რომ ღამეს შეეგუე! არ გჭირდება ჩემთან სახე. ის სახე, რაც გიჭრის სხვასთან, სჯერა ყველას, არის მახე. გაგდის ყველგან. არა ქართან!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი