ის მთვარეა
ის მთვარეა. და მე ახლა ზეცას ველოდები, ზეცას, სადაც ყოველღამით სავსე მეორდები. რათა ვნახო მშვენებები როგორ გემგვანება და ქარს გული უშორესით როგორ ეტანება. აქ ქალაქი ყვავილია ამოსული ღამით და გაშლილი ოცნებების ლურჯი ნიაღვარით, საც ნათება ლამპიონთა არის ელვა, შუქი და დაღლილი ეს ცხოვრება ღამეულ ქარბუქით აამტვერებს ცად ვარსკვლავებს, მიწად ნისლთა ფენას. მოვა იგი. მთვარე, როგორც ქალთა აღმაფრენა. და სად უწინ ჩირაღდნების ენთო სულთა ნიტი, ახლა იგი შეშლილია-თეთრი მარგალიტი. და თუ ასე, ბრწყინვალება ეზიდება ყვავილს, ჩემშიც ასე მიესილოს სულში მდგარ ბირ-ტავილს. ამოქარდეს ყველა ვარდნა თავისუფალ ჰანგში, გადამევლოს ლურჯი მასა ზეცის თუშფალანგში. და შემაგრდეს ის პარნასი, ზეცით ვინცა დნება, უკვდავების აწეწილი ქარიშხალით კვდება. და შემემთხვას სიყვარული ისე, როგორც ხდება. ისე როგორც, აღარასდროს, არსად მეორდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი