მე ვარ ღვარძლი, მე ვარ ცოფი
მე ვარ ნამწვი ფითილის ბოლი, უკან კუდივით რომ დასდევს რაკეტას. მე ცეცხლად შევუჩნდი ამ უდანაშაულო ქალაქს და ტკბილად ვჩურჩულებ: ტკაც, ტკაც. ცეცხლი რომ ვიყავ ცრემლი დავაშრე, სისხლად მოვედი ცრემლის მაგივრად. მინდვრებს რომ ვანაცისფრებ, მე ვარ ომი, მე ვარ თავშესაფრის კარზე ბოქლომი. და რატო ვარ მე შეურაცხადი, თქვენ ამიკიდეთ ტვირთად მე ზურგზე. ურცხვად მალვით მოიფარეთ ნაბადი, ღმერთს ემალებოდით ტიალ მინდორზე. მე ვარ ღობე ორი მამულის ზღვრად. ავბობოქრდები და მოვალ მიწისძვრად. ჭირისა და ცეცხლის ვარ მე მომგვრელი. მე ვარ მწრთობელი. მე ვარ ცოდნა გამოსადეგი. გეშინიოდეთ, რადგან ვარ დაუნდობელი. მე წაგართმევ რაც დაგრჩენია, ამიტომ შემარქვეს მე ტრაგედია. და რატო ვარ მე შეურაცხადი, თქვენ ამიკიდეთ ტვირთად მე ზურგზე. ურცხვად მალვით მოიფარეთ ნაბადი, ღმერთს ემალებოდით ტიალ მინდორზე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი