შიშით მკითხა ღიმილმა
ნეტავ რა არის ღრუბლებს მიღმა, ცათა სასუფეველი, თუ იმ სიბნელის გაგრძელება, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ? განა, სიბნელე არ არის სინათლის არარსებობა? ანუ, ბოლოს სასრულია ნათელის ბნელზე მძლეობა? ანუ, უკუნითი ბნელია ჩვენი წერტილი და დაბოლოება? მაშ, გიჟები არიან ვინც სინათლისთვის იღწვიან? საკუთარ ბედს გადადიან, სიკეთეს რომ ესწრაფვიან? ანდა რატომ გვასწავლიან "ბოროტსა სძლია კეთილმან"? ბოროტი რომ ბნელია, ნეტა საიდან იციან? ფუჭ ილუზიებს გვიქმნიან და ტყუილად იტყვიან? აბა ვკითხოთ ღრუბელს, მის მიღმა რა ხდება? ზემოთ რომ ბნელი სუფევდეს, ზურგით არ დაგვიდგებოდა. პირიქით, აქით პირს იწევდა და ჩვენკენ გადმოგორდებოდა, როდის იყო კეთილი, სიბნელეს დახარბებოდა? სიბნელე სინათლის გარეშე არის მარტო ილუზია. არ არის მისი გასაქანი, ყველა გზა მოჭრილია. ყველა ის სამყარო საცოდავია, სადაც ბნელი მარადიულია. ანუ, ღრუბელმა რა გვითხრა? მის იქით მხოლოდ ნათელია. თუ უძლურია სიბნელე, მისი რატომღა გვეშინია? იგი მუდამ დგას ფეხზე, ბოროტი და დაგეშილია, მარტო მას ვერ ეკარება ვინც სინათლეს შეფარულია. დიდი ღრმული აქ ეშვებზე, ყოველგვარ უსუსურია. სინათლე არ დაიკარგება, უიმისოდ შენ დაიკარგები, შენი გზა უმალ ჩაქრება, სამუდამოდ გაუჩინარდები, აბა რად მიღირს ცხოვრება, თუ ასე უაზროდ გავქრები? ნათელში ვეძიოთ ცხონება, მისთვის მოვკვდეთ და გავბრწყინდებით, იგი განაგდებს ყველა ცდუნებას და შეგვიმსუბუქებს ცოდვებით დამძიმებულ ბუნებას მისი უსაზღვრო სიყვარულით. ყურში ჩამჩურჩულა ჩემმა ღიმილმა - "თურმე რა ყოფილა ღრუბლებს მიღმა."
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი