ჩემი ლოცვა


მამაო ჩვენო,
რომელი ხარ ცათა შინა,
გევედრები იმის მადლით,
თუ დარჩა ჩემში რაიმე წმინდა:
დავიღალე...
აღარ მინდა ვიმალებოდე,
და ჩემს ცოდვებს გავურბოდე,
მინდა დავუდგე ეშმაკს წინა,
იგრძნოს ჩემით შენი რისხვა,
დროა იწყოს ჩემთან გმინვა,
მინდა წავუგრძელდე, გავუსწორდე,
მინდა უხაროდეს ჩემი გარდაცვალება,
რომ საბოლოოდ ბრძოლას გამოვეთიშე.
 
გამწვრთენი ჩემო უფალო,
მინდა მხრებზე ჯვარი დამიმძიმო,
მომეცი იმდენი გაძლება,
რომ სხვას მის გზაზე შევეხიდო,
მომეცი ძლიერი მარჯვენა,
რომ ავის მზრახველი გავაქციო,
მომეცი სიტყვა ნათელი,
რომ ცრუ და მალული გავამხილო,
ჩაანაცვლე ჩემი ზრახვები,
რომ მხოლოდ სულისა ვიფიქრო,
თუ დავიქცევი, ავდგები,
ძირს დარჩენა როგორ გავბედო,
როცა მათრახმა ზურგი გაგიპო
და ჯვარს მაინც ატარებდი,
პილატემ ბრალი ვერ დაგდო,
შენს სიკვდილის ითხოვდნენ ფარისევლები
შენი ლოცვა, კი ეს იყო:

"მამაო, მიუტევე, არა იციან რასა იქმან."

შემეწიე ჩემო უფალო,
შემეწიე და გამაძლიერე,
მოყვასის ბურჯად მაქციე,
მტრისთვის კიდე სინათლედ,
ჩემი ცოდვებისგან გამწმინდე,
დამხსენი განკითხვის სიმწარეს.

იყავნ ნება და სუფევა შენი,
ამინ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი