შავნაბადა


შენს დამდგმელს აბჯრით აუგიხარ,
გრძლად დგახარ თელეთის ქედზე,
თუნდაც ღამით ქედს რომ მიეძინოს,
როგორც მეციხოვნე, დგახარ ფეხზე,
კი არ დგახარ,
ტივტივებ ღამის ბობოქარ ტალღებზე,
ცაში ჩვენს დიდებად კიდიხარ,
ხელი სულ გიდევს ქარქაშზე,
მუდამ საომრად შემართულიხარ,
შავი ნაბადი გასხია ბეჭებზე,
მეფესაც დაულოციხარ,
ლეგენდებს ამბობენ შენზე,
ხატიდან გადმოსული ხარ.


ოხ დიდო შავნაბადა,
შენთვის სიტყვა არ მეყოფა,
შორიდან გადევს ხმლის ფერი,
თურმე რა სადა ყოფილხარ!


წინ გალავანი ფარად გარტყია,
მისი სიმაგრე დრომ ვერ დაარღვია,
შენი სამრეკლო შუბივით გიკავია,
შენი განათება ღამის ვარსკვლავია.


შენი მაჯაა,
მტერთა შეჩვენება,
შენი ძალაა,
ვაჟთა აღმაფრენა,
შენმა სიდიადემ,
ფეხზე დაგვაყენა,
დრო დაგვაძლევინა
და გაგვაძლებინა.


შავი ნაბადი შემოგიხვევია,
უფლის წინაშე კრძალვით გილოცია და
სამშობლოსათვის მარტოს გიბრძოლია,
მტერი გამოქანდა!
ჩვენთან შემოვარდა!
ვაჟთა წინამძღოლად,
მიჰქრის შავნაბადა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი