ეს ის ღამეა
ამას ვწერ ღამეზე, როცა საერთოდ არ მეძინა, ჩემთვის მოულოდნელმა ხმამ შემომიძახა, სარკმლის სქელ ფარდებს სიო არხევდა და ვერცხლისფერ სხივებს კრძალვით მოუძღვებოდა. ოთხი კედლის სიბნელიდან გარეთ გამოსულს, მთაწმინდა მანახებს ჩემთვის ჯერ არნახულს, თავისი ფუნჯით დახატულს. ლაჟვარდისფერ ტბას გედთა რიგი ამშვენებს, ქარი კვიპაროსში ღრმა ძილით თვლემს და მობერებული ტოტები მას ნაზად არწევს, მთვარე ზურმუხტისფერ სვეტებს მძივად იკიდებს და ნაზი ჩუქურთმებით თავს იმშვენებს, ღამის სიცივეს მისი შუქურთმები ათბობს, ასეთი წყნარი და მშვენიერი ღამე არც მე არ მახსოვს. ნუთუ ეს იყო ღამე, რომელმაც ააჟღერა ქნარი და გააშლევინა ოცნებათა ლურჯი იალქანი? ნუთუ ეს იყო ღამე, რომელმაც მოუჭედა ნალი და გაუყენა უსასრულობას ლურჯი მერანი? ახლა რომც მზე მწვავდეს, ჩემს ფიქრებში მუდამ ღამეა, ახლა ჩემი არსი მარადისობის მშვიდი მომლოდინეა. მე ამ ღამით ვეზიარე მეფურ სიმშვიდეს, ასეთ მშვენიერ ღამეს რა დამავიწყებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი