ქუჩაში მძაფრი ფარფატებს ქარი
ფანჯრიდან მოსჩანს მთა თოვლიანი, მამას ჭაღარა უკვე დაეტყო, ქუჩაში მძაფრი ფარფატებს ქარი, ქალაქს სიშიშვლე კვლავაც დაეწყო, და მე არ მინდა რომ დედის ხმაში, რამე ვიპოვე კვალი სიბერის, მე ახლა მჯერა, ნაწვიმარ ცაზე, ჩემი ვარსკვლავის გამობრწყინების. იმშობიარა ზამთარმა უკვე, აათრთოლა მთა და ველი, ჩემთან თოვლი არ მოსულა, იმედებით აღარც ველი. კვლავ მარტო ვარ, მარტო ვმღერი, ფოთოლივით მოვწყდი საყრდენს, სიცივეა, სუსხი ზამთრის, ვერ გავუძლებ დიდხანს ამდენს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი