იოს დედიკოს
დიდი ხანია, უბრად ხარ და იანვრის თოთხმეტს ნაწყენი ბავშვის ჩვილი გულით გაბუტვით უმზერ. ფიქრობ,რომ წელმა, კიდევ ერთმა, გამოგარიდა პატარა გოგოს ოცნებებით ათვალულ კიბეს, სადაც იწყება და გგონია, არ დასრულდება, რაც ერთხელ სულმა იგრძნო მალვით და უსასრულოდ. სახელი მისი, ბავშვის განცდით მოიძებნება, დიდებს ჩვეულად ისევ გვიჭირს, მივესათუთოთ... იანვრის თოთხმეტს დღემდე ახსოვს, ემახსოვრება, ზღაპრული ბაღის ფოთლებიდან ჩუმი შრიალი, შეყვითლებული მომავალი გამოიყოლებს წარსულს, წერილად გადაკეცილს გულის ფრიალით...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი