მიწაზე აღარ დამედგომება ..


მიწაზე აღარ დამედგომება.
მგონია,ადგილს 
ვიჩემებ სხვისას.
გამომყოლია,
ამდევნებია
ცას შერეული
სულების რისხვა.
განა რას მთხოვენ, 
ან რას ვიმეტებ,
რა მაქვს სასხვისო ,
ნატვრით სამზერი ? 
ერთი სიცოცხლე
მოვიმიზეზე
ორი სულისთვის
გადასაცემი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი