მაპატიეო ..
მაპატიეო,- ისე მომესმა, ექოც კი შედგა სულისგაკმენდით... მე,ვინც დაგპირდი, დაგაპურებდი სულ სხვა ფერით და სულ სხვა სარკმელით დაგანახებდი, ჯერ მოსასვლელი ყველა ბილიკი არ ჩახერგილა. ჯერ შენი თავი უნდა შევიხსნა შენივე ყულფით დაწნულ ქსელიდან. ვერ გადავიტან შენდობილ ლუკმას შენი ცრემლებით დამბალ სხეულში. მაპატიეო,- ერთხელ წამოგცდა და იმ ერთხელაც ვერ გადავურჩი გზაგასაყართან წაქცეულ ქენჯნას, რაკი დაგპირდი, რაკი იწამე,- სულსაც ხანდახან და გამორჩევით ტყუპისცალობენ დაკლულ მიწაზე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი