გადავუნაცვლებ ..


გადავუნაცვლებ
თვეებს სახელებს,
წელსაც ავრევდი
მარტის ქარივით.
მე რომ შემეძლოს,
შენ მთანხმდებოდე,
ოქტომბერს ზღაპრის
ყუთში ჩავყრიდი,-
ჭრელაჭრულათი,
სიმწიფე-ქარვით,
სიტკბო-ბანგით და
ლოდინ-სიმშვიდით
გამოგიზოგავ
მომდევნო წლიდან 
კვლავ ოქტომბრამდე...
იანვრის შვიდით
ისევ რომ ვიწყო 
ათვლა,შენება 
წლების,რომლებიც
თავს შემახსენებს,
თორემ მე ისევ
უდროო დროში 
ვსახლობ ქიმერის
ფერფლისფერ ხსენზე...
გადავუნაცვლებ
თვეებს სახელებს,
გადავუნაცვლებ
ისეთი შვებით,
როგორც საკუთარ
ნაჭუჭის კანზე
შემშრალ სიცოცხლეს
სიკვდილი შვენის...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი