ნაგვიანევი ..


ნაგვიანევი,
უცნობი გზიდან
მომსვლელს ეჭვებით
ნუღარ დაღადრავ.
გზა მისთვისაა,
მანძილს კეცავდეს,
ქარის წისქვილთან
რაკი შეღამდა...
ადრე თუ გვიან,
ბნელსა თუ დარში,
ვინც სახლის კარი
გამოიკეტა,
ყველა, ერთი და 
უპირველესი- 
შიშის სადგურზე 
ტოვებს ინვენტარს-
მატერიალურ 
სამყაროს ნაწილს,
რაშიც აგურად 
აღარ ეტევა.
მასაც შენსავით
გასძვრა ლოდინი-
მონატრებული
თავის შეტევა...
დაგვიანებულ
აკლებულ გზიდან
მომსვლელს
ერთხელაც 
ისე შეხედავ,
აზვირთებული
ტალღიდან დახსნილ,
საბედისწერო,
უცხო  შემთხვევას...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი