ავტოპორტრეტი


ხანდახან 
უნდა გამოუტყდე,
ხანდახან 
უნდა შეიწირო...
პირველი-
საკუთარი თავის თავი,
მეორე- 
დარდშეჭმული
გლოვის ხელაკიდო...
ხანდახან 
ერთი დიდი ამოსუნთქვა
(არა მოზომილი,
შენეული)
სხვა -შენი თავიდან
დაგანახებს,
რასაც დღევანდლამდე 
მოარბევდი...
შლიდი,ანაკუწებხევდი
სულის არითმიულ 
ამოხეთქვას...
შეხედე,
ვინ შეცვლია,
(ირონია! )
ვის უცვნია
სამყაროს ერთით მეტი
ფოთოლცვენა...
ხანდახან
თავსაც უნდა
გამოუტყდე,
ხანდახან დედამიწის
ვალიც მართო.
ხანდახან მიტოვება
ადვილია,
სულის ამნეზია
დაიმართო...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი