ტყუპისცალს
ბევრსაც ვერ გიწერ, არც ცოტა მაქვს შენთვის სათქმელი, დასაწყისი კი ადვილია ანით დაიწყო. ვიდრე ჰოემდე გავიდოდეთ,უნდა ვცადო და ყველა განცდა და ნაფიქრალი ლექსად ავკინძო. არსებობს სიტყვა,შეუცნობლის შეცნობად თქმული. ორი სხეულის,ორი სუნთქვის ერთ გულად ფეთქვა. თითო სიცოცხლეს თითო წამიც უნდა შევმატო, წამი წუთამდე არსობისა,რაც უნდა მეთქვა. მეთქვა,თუ როგორ ადვილია და რა რთულია, ორი სულისთვის ორი სავალის ერთ დიდ გზად პოვნა. გზად,სულაც რომ არ გგონია ვრცელი და ფართო, ანდა, ერთ დღესაც გაივლი და ბილიკად რჩება... შემომეშველე,ბილიკიდან გზამდე მივიდეთ. გზიდან კი მერე მზიანეთსაც დავუწყოთ ძებნა. ნუ შეგაშინებს,თუ ხანდახან წავიბორძიკებთ, ორნი მივდივართ,მადლობა უფალს,ერთ დიდ გზას ვხედავთ. ჰოდა,მომენდე,დამიჯერე,ვივლით მხარდამხარ. წყვილად,ნუგეშად,ტყუპ-ტყუპად და სულ,სულ ორ-ორად. ხელს რომ გაგიშვებ,ისევ იმ გზის ბოლოს დაგხვდები, გაგიმზიანებ უჩემობით დარჩენილ დღესაც...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი