თიბათვეს


შენ მოხვალ ჩემთან
ხელისგულზე დარდის
გვირისტით და იმ ღიმილით,
როგორც ვამბობ, 
შენს სულს მინათებს.
კარს ღიად ვტოვებ,
ჩემი თმიდან იის სურნელი
გარს შემოავლებს 
შენი ფიქრის 
ყვითელ მინარეთს...
მე, შემოდგომის 
მწუხრი ღამის 
ვრცელი ტირადა
და კვლავ ზაფხულში 
ჩარჩენილი თიბათვის გემო,
იკაროსივით 
ფრთებზე შეზრდილ 
ურჩ შვილებს ვგავართ,
მიწის გრილ ქუსლით
შემცივნული
მზესთან ვბინადრობთ.
იქნებ,ჩვენ შევძლოთ
ცვილით ნაგებ 
ფრთებზე სიცოცხლე
ისე, რომ თავიც ზღვის
ქარტეხილს გადავურჩინოთ.
შენ მოხვალ ჩემთან,
( თუმც,არასდროს შორს
არ ყოფილხარ)
მე გხვდები ხელში
შემოდგომით,
როგორც უჩინო.

და ვიკვლევთ ერთად 
გზას სიტყვისას
მზის სანახებში,
რომ სული ლექსად
მივაწვდინოთ
მაღლა,ცის ღიობს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი