ყველა ტკივილი
ყველა ტკივილი ღიმილით ჩაგრე- გითხარი ერთხელ და მეც კვალივით ფეხდაფეხ ვსდიე დაბანაკებულ სევდის წეროებს. ანდამატივით მეკროდა ჭირის ბირკა და გზაზე ვედრების მტვერი ცრიდა ნარცისებს. ზანზალაკებით მორთულ ქარავანს ჩამოწყდა ქარვა,ბედის სამიზნე. ყველა ტკივილი- ვიტყვით და თითქოს თავს ვუყრით,რასაც აღარ ვიფარებთ. არადა, ყველა ტკივილის გემოს აქვს პირვანდელი ხსოვნის სიმძაფრე. ვით დედის რძესთან წილნაყარობა, ბურუსის ფერფლი რასაც ვერ ქარავს. ჩავლილ ტკივილებს ღიმილი თუ არ, რიგთან შემდგარი დარდი დაფარავს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი