დიდ ბავშვად დავრჩი...
აღარ მაშინებს, თუმც უწინ მკლავდა ფიქრი იმაზე, რასაც ვერ ვცვლიდი. რამდენი დღე და უფრო კი ღამე შემოვათენე ნაწვეთებ ცვილით. ვეღარ მაშინებს, ვეღარც მიბრიყვებს შხამის სამსალით მოწვდილი თასი, შარბათად რომ ვსვი, ეჭვს ვერ შევეკარ, დაბადებიდან დიდ ბავშვად დავრჩი... ახლა რამდენი რამ ვერ მაშინებს, მეტიც,შიშს თავად შფოთად შემოვრჩი... ერთს ვნატრობ, სიტყვა გულგრილს არ დამცდეს. მწვავდეს ნერვი და ხმა უნორჩესი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი