აღსარება
ვეღარ ვისწავლე, (სწავლაც თუ ჰქვია) ვენდო ფათერაკს, ნათლის კვეთამდე... სულ ერთიანად რომ აყეფდება და შეუძახებს მაჯას, წვეთა მდენს. ვეღარ ვისწავლე, სწავლას რა უნდა? მივყვე ნაცად გზას ნაცად ხემსამდე. სადაც ჯავრივით ამომიყრიან და ჯავრივითვე შემომწყემსავენ. ვეღარ და აღარ შემოვისწავლე, ვენდო ბრმა ქედის ხეირ გზაწვრილებს, სად უბინაო ქვეშევრდომთათვის კარს სარფიანად ჩამოამწკრივებს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი