მე რომ ზოლიანი კაბა მეცვა...
მე რომ ზოლიანი კაბა მეცვა და რომ იჭორავეს ჩიტებმა, ახლა იმ ამბიდან ერთსაც მოგიყვები, ჩიტებს გასართობი მიეცა. დადის ქალი,ფრთაშესხმული. დადის, დარდიც დააქვს სამყოფი. ცაზე მზის გულს ისე სწვდება, ვითომ გემბანიდან გადმოდის. გემბანიდან? სად ყოფილა ? რაო,ზღვაშიც ბინა დაიდო? ზღვა არ ჰყვარებია, კუნძულიდან მოდის ფიქრად პირამიდაც აიგო. მარტო წავიდოდა? აკი ვიმგზავრებო? ბარტყიც ეხლებოდა,ღუნღულა. გახსოვს,იანვრით რომ ერთი არის, სულით ტყუპისცალად რომ თქმულა. კი, კი ...ერთად იყვნენ, ვფიცავ,თავად ვნახე, ჭორად არ გეგონოს ნათქვამი. ორი სახლის ეზო, ორი აივანი ყვითლად ჰქონიათო ნაქარგი. წაიჭუკჭუკეს და ფრთებიც გამოისხეს ისე, ჩვენ რომ ვიცით, იოლად. ერთი, მოცლიათო, მაგათ რას გაუგებ? ფიქრებს აკინძავენ ვთქვითო და... ვითომ ჩიტი იყოს ხელწამოსაკრავი, ფრთებიც რიგდებოდეს, ქრისო და... ესეც ზოლიანი კაბის ამბებიდან, ასე იჭორავეს, ჩიტებმა... 11.05.2017წ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი