სანამ თვალმიხრილს მომძებნი...
სანამ თვალმიხრილს მომძებნი და ამაოდ მკითხავ, თუ რას უარვყოფ,ან გავურბი კითხვით შეყრილი. ისევ მე უნდა შეგიკეცო, შემოგიმჭიდრო კანზე ლერწებად ამოზრდილი ხავსი... ვით სკვნილი დავმარცვლავ თითო ულუფებად ხმის ყრუ გიშრის თვალს. რა ავგაროზი? გაოცებას სიმწრით დაფარავ. ჰო,უცაბედი არის ხილვა, ხილვა იმგვარი, თავსაც რომ გიშლის მთელ ნაწილად, ანდა იმავ თავს, აგერ, სულ ახლოს გლახაკივით ჩამოატარებ, ეგებ და ვინმემ იცნოს, ივნოს გროშის მარწუხი. არა და, სანამ თვალ და კალთა მიხრილს დამეძებ, მირიადიდან იშლება და ჩნდება პასუხიც...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი