შენ უსხეულო როგორ დაგარქვა?..


თალხი სამოსი
მზერას თუ ასცდა,
ნაკვთი დასუსხავს
თვალთა სირბილეს.
შენ,უსხეულო 
როგორ დაგარქვა,
სული აყრილი
თუ ჩაიბუდე?
საუკუნეა,ალბათ,
მანძილი,მეტი თუ არა,
სიტყვას დამალავ.
შენ გათოშილი
სიცოცხლე განდეს
ნებაყოფლობის 
გზაგასაყართან.
ვნების თეატრის 
ჩალის თეჯირი 
ვეღარ დაიტევს
ნიღბის სიუხვეს.
რა ცინიზმია,
თოჯინა შენ ხარ,
სხვა-დიდ სცენის კარს 
გვირგვინს მიუფენს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი