პატარა მხრებით...
,,ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს..." ჰო,ყველა ტკივილს დაღლა ჩვევია. თუმცა,ისეთი კენტიც ბინადრობს, უსასთუმალოდ გადაგებია... სამყაროს ღია, ბებერ ჭრილობას პატარა მხრები ვერ უწვდენს სათქმელს, მაგრამ კანიდან, გლუვი კანიდან ამოაქვს ის,რაც ამძიმებს სარქველს. ვეებერთელა ფარული დისკო, (რაღა ფარული ხერხემალს თუ წყვეტს?) ნორჩი ტანიდან ამოამზევებს აყირავებულ სარტყელს და ცის სვეტს. პატარა ტანის დიდი სარჩული, პატარა მხრების თვალღია სივრცე უჩინმაჩინის ქუდივით წვდება საუკუნოვან ტკივილის ცივ მზეს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი