ჩვენ გულგრილობის არქონებამ გადაგვიყოლა...
სხვა უმნიშვნელო, ან ზედმეტად თვალშისაცემი გარემოება ვერ მოვძებნე ახლით გაუწყო,რომ ერთით მეტი, ან ნაკლები რადგან აღმოვჩნდი, ამ დედამიწის ბინადარი ვარსკვლავს გავუწყობ, მორჩენილ დღიდან უხილავი ალით ნაისრევ, ყველა უჩინო შეხვედრების ფერმკრთალ ალიონს. ჩვენ გულგრილობის არქონებამ გადაგვიყოლა და სინანული, ვით ნაპირი,აღარ გავრიოთ ამ უჩვეულო, მეტისმეტად მდორე დავაში,რომ ადგილები, დანომრილი, აღარ ითვლება. ჩვენ ერთადერთი, უნომრო და მიუსაფარი სახლის ხეივანს შევეფარეთ თოთო იფნებად...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი