დედას...


ვალში ვარ შენთან.
ვცხოვრობ ისე,თმენა ვიშვილე.
სიტყვა არ დამცდეს,
საყვედური პურივით ვღეჭო.

ძვალს ვატან უგემური 
ლუკმის მეოთხედს,
სხვა დანარჩენი,წყალიაო- 
ამბობ და ვეჭვობ,

რომ ნისლს ვამშრალებ 
ხმელი ტოტის ცაცია
ფოთლით.
მყიფეა ჩვევა,ვაყურადო
წვიმის მელიზმას.

შენ ამატკივე ხმა,რომელიც 
სხვისთვის ყრუ არის.
ვცრი თვალებიდან 
ამოჩრილი თეთრი 
ველის ქარს...

ვალში ვარ შენთან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი