* * * * *
წვეთებს,წვიმისას, უყვართ ფეხმორთხმით ჩემი ფანჯრის წინ ამბების ქროლვა. ათას ჭორმართლის გამხმიანებლებს ხშირად წყენიათ უქომაგობა. ზოგჯერ ოთახის უშუქო კედლებს წვიმის კისკისი ღიმილს მოსტაცებს, ამ იდუმალი ორხმოვანებით ვიჩრდილავ უქმე წლების მონაზღვევს. ჩემი ფანჯრის წინ, მე მეჩვენება, თუ შენც გქონია განცდის მართლება. თავადაც დაღლილ წვეთებს,წვიმებით რომ ნდომებია გამოსარჩლება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი