მარტოობ...
კარს მიღმა დგახარ. დგახარ,თუ ისევ ებღაუჭები ცივ მუხლისთავებს ? მიწასთან ახლოს არ მიგიშვებენ, არც ზეცას მდურვით შეგაჩივლებენ. მარტოობ, კარის ორივე მხარეს იშენებ სხეულს, ვითომ უჩინარს. მე,შენი ხელის- ჩემსავე მაჯას, მყესებდაწყვეტილ სუნთქვას ვუსინჯავ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი