აჭარელო დიდო ...
აჭარელო დიდო დედავ, ნისლში მანდილს ვხედავ, შენ იხსენი ბულბულთ სტვენა _ ტკბილი დედაენა, სანუკვარი მოიპარე და აკვანში მალე, მე შენს ქართულ კაბა-ქათიბს დედავ, ვეთაყვანე. იავ-ნანა ჩაგეფინა ჩვილთა არტახებში, დარდმა თეთრი ჩაგისირმა აბრეშუმის თმებში. შენს დარწეულ აკვნებიდან მოდის ჩემი ლექსი, მთების იქით, ნისლის იქით, შენი ნანა მესმის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი