ენ მაიკლსი
იქნებ სიყვარულის ჭიდილია იქნებ სიყვარულის ჭიდილია იქნებ უღელტეხილის გზები ხელმისაწვდენია იქნებ თან გახლავს ჩვეულება შამპანურით დაგათენდეს ღამის ქუჩებში იქნებ ველური სამყაროს კამპანია შენთვის ყოველთვის ღირსსაცნობია, ამიტომ უმღერი ძროხებს და ყვავებს იქნებ კითხულობ საწოლში ყოველთვის უსაყვარლეს არსებებთან ერთად იქნებ ელვარება შუქს ჰფენს შენს სახეზე ველურ სიამეს გემის ჩაძირვისას იქნებ თავს აღწევ სასოწარკვეთის კაუჭს როგორც ნაკადულის ლაღი თევზი იქნებ სიშიშვლეა შენი საუკეთესოდ იერის შეცვლა იქნებ მეგობრების ოჯახი განაგრძობს ერთმანეთის გვერდში დგომას ზვავის მოვარდნისას და გვალვებისას იქნებ ყოველთვის კარგად ნაცნობია შენთვის მძვინვარება, სულგრძელება იქნებ კვლავ განაგრძობ ყვირილს დაუფარავი ურცხვობისას იქნებ რჩები ფხიზლად ამბის დაწყებამდე იქნებ განაგრძობ არასოდეს გაანიავო წამი, ან სუნთქვა იქნებ დროს შენამდე მოსასვლელი გზები არ უკვლევია იქნებ პირველი სინათლეა რომ აჰკიდეს პასუხის ხლება იქნებ სიყვარულის ჭიდილია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი