ენ მაიკლსი


არ არსებობს ქალაქი სიზმრის გარეშე



ყველა ქალაქს აქვს თავისი სიზმარი

საძირკველშივე. დაკარგული ტბა

დანაპრალებული აგურისმწარმოებლის გადაწყვეტილებით,

ხეობის ფსკერზე მოციმციმე შუქები გაბზარულნი

მდინარეების მოგონებებით. ყველა ზამთარი

სამომავლოდ შენახულია გეოლოგიურ

ბაღში. დინოზავრები თვლემენ ბლორ და შოუსთან1

მეტროპოლიტენში, ძვლების სამარე

მოგრუხუნე ლიანდაგის ქვეშ. შტურმივით

მოვარდა ქალაქის განათება ზაფხულის

ელექტოობით, როცა ჩვენ ვიყავით თვრამეტი წლისანი

უმანკო დედამიწაზე. ბორანი წვიმისთვის მორგებული,

ქარი საქორწინო სიმღერით დანამული და ყოველივე

რაც მღერის ნახშირბადის ქვაში და ძვალში

როგორც სასიყვარულო ბარათი, ხელისგულზე ქარდაკრულია, ვერწაკითხული.


ბლორ და შოუ – ერთმანეთის გადამკვეთი ქუჩების დასახელება ტორონტოში, კანადა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი